სამართალი
შსს-ს მეხანძრე-მაშველებს „დინამო არენაზე“ ოვაციით შეხვდნენ

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში, „დინამო არენაზე“ მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება.
მატჩის დაწყებამდე მოედანზე შეკრებილმა საზოგადოებამ გამოჩენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გულშემატკივრები და შეხვედრის მონაწილეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებს ტაშით შეეგებნენ.