სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1967 წელს დაბადებული .. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი 604 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დ.ს-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.