უცხოეთი
ბურჯანაძე ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს სკეპტიკურად უყურებს

      საქართველო, 2 ოქტომბერი. საქინფორმი. „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემსაქართველოს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მოსკოვში ვიზიტი შეაფასა. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე  პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ დიალოგი წარუმატებლობისთვისაა განწირული.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსისდეპუტატებმა გიორგი ლომიამ, ნატო ჩხეიძემ  და ადა მარშანიამ ივლისის შუა რიცხვებში მოსკოვში რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრები გამართეს და მათთან საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ოპოზიციონერები, რომელთაც 150-კაციან პარლამენტში 6 ადგილი აქვთ, მოსკოვში საკუთარი ინიციატივით გაემგზავრნენ. მორიგ ვიზიტს ქართველი დეპუტატები ოქტომბრის დასაწყისში გეგმავენ. ივლისში რუს კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე ლომია სამმხრივი შეხვედრის საქართველონატორუსეთიგამართვის წინადადებით გამოვიდა. რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი კალაშნიკოვმა მსგავსი მოლაპარაკებების გამართვის იდეას მხარი დაუჭირა.
მე ყოველთვის პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ. ყოველთვის მომხრე ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაელაპარაკოს რუსეთის წარმომადგენლებს. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც რუსეთშიპატრიოტებისვიზიტს მიესალმა. მაგრამ ახლა, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვუყურებ ამ ვიზიტებს. როდესაც შენ მოსკოვში ჩადიხარ და საუბარს იწყებ იმაზე, რომ აუცილებელია სამმხრივი ფორმატისნატო-რუსეთი-საქართველოს შექმნა, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს არასწორი პოზიციაა. ეს რუსული მხარისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პოზიციაა, — განაცხადა ბურჯანაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსმა“ უნდა განსაზღვროს რა უნდა — ნატო თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება.
ღმერთმა ქნას, რომ მათ რამეს მიაღწიონ. მაგრამ თუ ისაუბრებ იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის დიალოგში ნატოს სერიოზული როლი უნდა ჰქონდეს, მაშინ ეს დიალოგი თავიდანვე წარუმატებელია. დაე, ყველა პოლიტიკური ძალა გაერკვეს, სინამდვილეში რა უნდათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატოსთან ან დასავლეთთან ურთიერთობები უნდა შევწყვიტოთ. ვნახოთ, რა გამოვა ამ ვიზიტისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ წარმატებებს ვუსურვებ“, — განაცხადა ბურჯანაძემ.