პუბლიკაციები
„სადავო ეკლესიები“ - ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში პოლიციის და სოფელ კუმურდოში მცხოვრებ ადგილობრივ სომხებს შორის (ვიდეო)

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივ, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას წინაპართა ძვლების საფლავზე ქვაჯვარის დადგმა სურდა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დაცვის პოლიცია იცავს და მათ ამის საშუალება არ მისცეს (ვიდეოს იხ. აქ).
ადგილობრივებმა კი ტაძარში შეჭრა სცადეს. ამიტომ ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, რასაც უკვე პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. მოქალაქეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, რამდენიმე პოლიციელი დაშავდა კიდეც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეოს იხ. აქ).
კუმურდოში, მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ კუმურდოში ჩავიდა. ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ეკლესიის ეზოში  შეკრებილ მოსახლეობასთან აწარმოებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის და მოსახლოების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ პოლიციასთან დღევანდელი დაპირისპირების დროს დაკავებულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს გაათავისუფლებენ, ეკლესიის ტეროტორიაზე ჯვრების დადგმის საკითხს კი სასულიერო პირები ამასთან, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სპეცრაზმი ტერიტორიას დატოვეს და მოსახლეობაც დაიშლება (ვიდეოს იხ. აქ).
ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით კუმურდოს მე-10 საუკუნის ტაძარი ცალსახად არის მართლმადიდებლური და მის სტატუსზე დავა არასდროს ყოფილა. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რესტავრაცია 2014 წლიდან უტარდება და პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.


ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ მოსახლეობამ ქვაჯვარის დადგმა 4 ოქტომბერს შეძლოს.