აქტუალური
უნდა გადადგეს! შექმნას პოლიტიკური კრიზისი! დაუძახოს ხალხს ქუჩაში! - ნათელა და მარგველა

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ნათელაშვილი (მეტსახელი "ნათელა" ან, უბრალოდ, შალიკო) ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
"პრეზიდენტი არა მარტო უნდა შეხვდეს მათ და კიდევ ერთელ წაუკითხოს პატარა ლექცია დემოკრატიისა და სუვერენიტეტის და ხალხის უფლებების მსოფლიო პრინციპებზე, არამედ თუ საჭირო გახდება, უნდა გადადგეს დაკავებული პოსტიდან, შექმნას პოლიტიკური კრიზისი, აალაპარაკოს მთელი მსოფლიო, დაუძახოს ხალხს ქუჩაში და ამით ის შევა საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით, სხვა შემთხვევაში შევა, როგორც ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტის დამსამარებელი", - აცხადებს შალიკო.