უცხოეთი
ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ბაღდადის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. დაჯგუფება "ისლამურმა სახელწმიფომ" თავისი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
46-წუთიანი მიმართვა ჯიჰადისტებთან დაკავშირებულმა სააგენტომ გაავრცელა. აუდიოჩანწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე აშშ-სა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეის საფრთხეებზე საუბრობს.
ჯიჰადისტების ლიდერის ბოლო აუდიომიმართვა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა.
16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი დაიღუპა. 1 სექტემბერს კი აშშ-ის კოალიციმ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სავარაუდოდ ცოცხალია.

imedinews.ge