რელიგია
პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერად ლაშა ჟვანია დაინიშნა

lasha-zhvaniaსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ს „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ მენეჯერად ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია დაინიშნა. უწმინდესმა ფონდის ახალი ხელმძღვანელი პირადად წარადგინა. ლაშა ჟვანიას განცხადებით, ასეთი საპასუხისმგებლო და საპატიო შეთავაზება ჯერ არ ჰქონია.

მისივე თქმით, პატრიარქის ფონდი ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ნავთობისა და გაზის ეფექტურად გამოყენების სტრატეგია, დემოგრაფიული პრობლემატიკა, ანტინარკოტიკული საქმიანობა, ეროვნული სიმდიდრეების მოძიება, დაცვა და პოპულარიზაცია. „გარდა ამისა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მუდმივი კონტაქტი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა ჟვანიამ.

პატრიარქის ფონდს ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც რამდენიმე თვის წინათ ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდში გადავიდა.