აქტუალური
არჩილ ჭყოიძე: „რუსეთთან მოლაპარაკებები ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს!“

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „ერეკლე მეორის საზოგადოების ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე  მიიჩნევს, რომ ქართულ და რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დიალოგი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ვერაფერს შეცვლის.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო Sputnik”-ის თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ მრგავლ მაგიდაში თემაზე "ქართულ-რუსული ურთიერთბები: დღეს და ხვალ".
"რაც შეეხება არასამტავრობო სექტორსა და ქართულ და რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედებას, ჩემი აზრით, ჯამში ეს კარგია, თუმცა სერიოზული შედეგის მომტანი არ არის, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაიწყებს დიალოგს რუსეთთან. გარდა ამისა, არსებობს ზოგიერთი ორგანიზაცია, რომლებიც ემსახურებიან არა საქართველოს ინტერესებს, არამედ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს — როგორც საქართველოსა და რუსეთში, ისე ევროპის ქვეყნებშიც. და ეს შესაძლოა საერთოდ არ შეესაბამებოდეს საქართველოს ინტერესებს. როდესაც ჩვენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და დიალოგის განახლებაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი აუცილებლად მთავრობამ უნდა წამოიწყოს", — მიაჩნია არჩილ ჭყოიძეს.