სამართალი
შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს თანამშრომლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მას ჭრილობა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში აქვს მიყენებული.
ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას გამორიცხავენ. დეტალები, თუ რა მოხდა შარტავას 35 ნომერში, ამ დრომდე უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  დაჭრილი ტაკიძე საკუთარი სახლის სადარბაზოს მეოთხე სართულზე მეზობელმა გუშინ იპოვა.