საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში "ულტრამემარჯვენეები ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერებს "ისტორიული გამარჯვება" მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მან Twitter-ზე დაწერა.
"განსაკუთრებული მილოცვა ფრაუკე პეტრის, რომელმაც AfD-ი ამ ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა... ეს გამარჯვება ევროპელი ხალხის გამოღვიძების სიმბოლოა", - წერს ლე პენი.
ეგზიტპოლის თანახმად, ულტრამემარჯვენე AfD-იმ ბუნდესტაგის არჩევნებში ხმათა 13.1% მიიღო. პარლამენტში მათი მოხვედრით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბერლინში საპროტესტო აქციაც გამართეს.
ეგზიტპოლის მიხედვით, ანგელა მერკელის ბლოკს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის საკმარისი დეპუტატები პარლამენტში აღარ ეყოლება - მისმა ბლოკმა 33.2% მიიღო.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტიების მიერ დაგროვებული ხმები ასე გამოიყურება:
ანგელა მერკელის პარტია - 33.2%
მარტინ შულცის პარტია - 20.8%
ულტრამემარჯვენეები - 13.1%
თავისუფალი დემოკრატები - 10.4%
მწვანეები - 9.2%
მემარცხენე პარტია (Linkspartei) - 8.7%
imedinews.ge