სამართალი
კორუფციაში დადანაშაულებულმა მოსამართლემ ფადი ასლის სასამართლო მოუგო

      საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა, რითაც ეს საქმე პრეცედენტული გახდა. საქმე შეეხება ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის კორუფციაში დადანაშაულებას, რაზეც კაკაბაძემ სარჩელი აღძრა.
მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იმ მედიასაშუალებებში, სადაც სადავო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა.  სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.