აქტუალური
ირაკლი მექვაბიშვილი გენერალურ აუდიტორად დაამტკიცეს

     საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. 14 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
მექვაბიშვილის კანდიდატურა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 8 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. 80 მომხრე და არცერთი მოწინააღმდეგე - ირაკლი მექვაბიშვილი აუდიტის სამსახურს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ირაკლი მექვაბიშვილმა პირობა დადო, რომ მუშაობის დაწყების შემდეგ უწყება ბევრად ეფექტიანი გახდება და ის აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.