უცხოეთი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახური ახალ “საბაჟო პუნქტს“ ხსნის

      საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი, სპეციალიზებული “საბაჟო პუნქტი“ გაიხსნება, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება - ინფორმაციას აფსნი.რუ ავრცელებს.
„საბაჟო-გამშვები პუნქტის“ გახსნის შესახებ ბრძანებას 12 სექტემბერს, ხელი რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ ბულავინმა მოაწერა. „პუნქტის“ ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ბრძანებაში ნათქვამია, რომ მისი მოქმედების არეალში შედის მთლიანად ოკუპირებული რეგიონი და საავტომობილო „გამშვები პუნქტი“ - ადლერი.
რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის განკარგულება ძალაში 2017 წლის 1 ნოემბერს შევა. სწორედ ამ თარიღისთვის იგეგმება ახალი „გამშვები პუნქტის“ ამოქმედება - წერს აფსნი.რუ.

1tv.ge