ჯანდაცვის სამინისტრო თვალთვალის ეშხში შევიდა
ჯანდაცვის სამინისტრომ სადაზღვევო კომპანიებს ახალი მოთხოვნა წაუყენა. როგორც რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში „ალდაგი ბისიაის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე კომპანიებმა ჯანდაცვის მინისტრის წერილი მიიღეს. მასში ნათქვამია, რომ ყველა კომპანიამ, რომლებიც საავადმყოფოებს აშენებენ, მშენებლობაზე, „ალდაგის“ მსგავსად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დააყენონ.
„ალდაგი ბი სი აიმ“ ეს სისტემა 2 თვის წინათ დაამონტაჟა.
შეგახსენებთ: 10 სადაზღვევო კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგიონებში 46 საავადმყოფოს აშენება ითავა. ჰოსპიტლების მშენებლობა 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ახალი კანონით კი, ყველა სადაზღვევოს ევალება მშენებლობებზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება.