საზოგადოება
გიგი უგულავამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა

gigi-2რამდენიმე დღეა, თბილისის მერი გიგი უგულავა ტელეეკრანებზე ყავარჯნებით ჩნდება. ამის გამო საზოგადოება მერის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

როგორც მერიაში განაცხადეს, უგულავას ყავარჯნების ტარება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მოუწევს.

გიგი უგულავას დაზიანებული ჰქონდა მარცხენა მუხლის სახსარი, კერძოდ, ჯვარედინი და კოლატერალური იოგები და სახსართშორისი ხრტილი. მას ამ იოგებისდა ხრტილის აღდგენითი ოპერაცია ჩაუტარდა, სახსარი იმობილიზირებულია“, - აღნიშნა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ქალაქის მერს ოპერაცია საქართველოში არ გაუკეთებია, მაგრამ არც ის ინფორმაცია ხმაურდება, თუ სად გაიკეთა.