აქტუალური
პრეზიდენტი და ოპოზიცია კონსტიტუციის ალტერნატიულ პროექტზე შეთანხმდნენ (ვიდეო)

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიცია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ (ვიდეო იხ. აქ).
"ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც დათმო, მაგრამ შედგა მთავარი. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება ქართულ ოცნებას და ვენეციის კომისიას იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ უნდა შევძლოთ საერთომდე მისვლა, თანხმობამდე მისვლა. ის მითი, რომ საქართველოში განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები ვერ თანხმდებიან, დამსხვრეულია. იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობას უბიძგებს, რომ გადახედოს საკუთარ უკომპრომისო პოზიციას", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.