უცხოეთი
რექს ტილერსონმა და სერგეი ლავროვმა სირიის კრიზისსა და მინსკის შეთანხმებაზე იმსჯელეს

      საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ირიის საკითხზე თანამშრომლობა და მინსკის შეთანხმების რეალიზაციის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. 
დიპლომატები ერთმანეთს ნიუ იორკში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვაავრცელებს.
„მხარეებმა სირიის კრიზისში თანამშრომლობა და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ვითარების სხვა ასპექტები განიხილეს, ასევე ისაუბრეს მინსკის შეთანხმების რეალიზაციის მსვლელობაზე“,- აღნიშნავს ზახაროვა.