სამართალი
ტკბილი არ იქნება არცერთი ჩასვლა მოსკოვში! - ამჟამად დელეგაციას თარხან-მოურავი უხელმძღვანელებს

       საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ მათ მიერ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა. ჩვენ ჯერ ამ ეტაპზე ხელში არ გვიჭირავს, რასაც ჰქვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის შესწორება, დარბილება, ლიბერალიზაცია, იმიტომ რომ ეს პროცედურაა, - განაცხადა მარშანიამ.
პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსის" ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა დელეგაციას უხელმძღვანელებს. რუსეთის სათათბიროში შეხვედრას კი იგივე შემადგენლობა გამართავს - ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია.