აქტუალური
2017 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე საქართველომ ტურიზმით 1,86 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

      საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. 2017 წლის გასულ რვა თვეში საქართველოში 5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.9%-ით მეტია, ხოლო იანვარ-აგვისტოში უცხოელი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 1.86 მილიარდ დოლარ შეადგენს, - იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ყველაზე მეტი - ერთი მილიონი ვიზიტორი -  საქართველოში აგვისტოში შემოვიდა. ამ თვეში ტურისტებმა 391 მილიონი დოლარი დახარჯეს (წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 31%-ით მეტი).