სამართალი
საქართველოს სახალხო დამცველმა ტერმინი „ციგანი“ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილის რეკომენდაცია ერთ-ერთ მედიასაშუალებას ეხება, რომელმაც სიუჟეტში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ ტერმინი „ციგანი“ გამოიყენა. სახალხო დამცველის აზრით, ეს ტერმინი დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და აძლიერებს ბოშა ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას.
შესაბამისად, სახალხო დამცველმა მედიასაშუალებას მიმართა რეკომენდაციით, რომ სოციალური ქსელიდან აიღოს აღნიშნული სიუჟეტი და მომავალში მასალის მომზადებისას არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომლებიც დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელთა ღირსებას შელახავს და მათ მიმართ სტიგმის და სტერეოტიპული განწყობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.