აქტუალური
"ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე" - ფინანსთა მინისტრი

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსის შესახებ დასმულ შეკითხვას და ამბობს, რომ საგადასახადო ბალანსი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. 
“რაც ეხება ზოგადად კურსს, ჩვენ მრავალჯერ ვთქვით, რომ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ, ეს შემოსავალი არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.