სამართალი
დავით ოქიტაშვილმა საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა (ვიდეო)

     საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ოქიტაშვილმა განცხადება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირების ყრილობაზე გააკეთა. მისი თქმით, მისი თვითმიზანი თანამდებობა არასდროს ყოფილა (ვიდეო იხ, აქ).
როგორც ყრილობიდან გამოსვლის შემდეგ დავით ოქიტაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით ყველა დარწმუნდა, რომ ის სამთავრობო კანდიდატი არ არის და სამთავრობო კანდიდატი რომ ყოფილიყო, ყრილობა "სხვა შედეგით დამთავრდებოდა". ოქიტაშვილის თქმით, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, არჩევნებში კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი გაიმარჯვებს.