სამართალი
შსს-მ ალექსიძის ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით სამი პირი: 1980 წელს დაბადებული .., 1989 წელს დაბადებული .. და 1986 წელს დაბადებული .. დააკავეს.
ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე .. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.