უცხოეთი
ბრიჯიტ ბრინკი - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ეხება უკრაინას და საქართველოს

     საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ეხება ორ ქვეყანას - უკრაინას და საქართველოს. ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და უკრაინაში მის შესვლას, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სამართლებრივი პროცედურა და ვაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოს მთავრობის მიმართვა ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ეხება ორ ქვეყანას, უკრაინასა და საქართველოს“, - განაცხადა ბრინკმა. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მეორე დღეა იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს. 
როგორც ბრინკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას მათ სხვა საკითხებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა.