სამართალი
თბილისის ცენტრში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

    საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში აბანოთუბანის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მოკლული ეთნიკურად აზერბაიჯანელია და რუსეთში კრიმინალური წარსულის გამო იძებნებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის რესტორან "პურის სახლში" ამ დროისთვის დაუდგენელ პირთან ერთად იმყოფებოდა. რესტორნის დატოვების შემდეგ კი მათ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ცხედარი "ტოიოტას" მარკის ჯიპში იპოვეს. ნატყვიარები ეტყობა ავტომობილსაც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.