უცხოეთი
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს

     საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართალია ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა არტემ შევჩენკომ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა УНИАН-ი ავრცელებს. არტემ შევჩენკოს თქმით, თუ გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებისთვის აუცილებელი სამართალდარღვევა დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებებიც იქნება, სააკაშვილს დააპატიმრებენ.
პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. მიხეილ სააკაშვილს დღეს ადმინისტრაციული ოქმი გააცნეს, რომელსაც მან ხელი მოაწერა.
ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს