სამართალი
თბილისის ინტერპოლმა ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული .. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას
გულისხმობს.
ამჟამად ი.კ-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.