სამართალი
”ქართული მარში” საპროტესტო აქციებს, მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას და 500-კაციან ”სასიკვდილო შიმშილობას” აანონსებს

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი.  „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მსვლელობა დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან დაიწყება. ამის შემდეგ მსვლელობით გადავინაცვლებთ კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან და მოვახდენთ მის პიკეტირებას. ხელისუფლებამ ჩაიდინა ავაზაკობა, პირობა დაარღვია. ახლა მოტყუებით ცდილობს, საკუთარი შეხედულებით გასცეს მიწა უცხოელებზე. ჩვენ ღალატში ვადანაშაულებთ ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელს ვანო ზარდიაშვილს, ასევე მამუკა მდინარაძეს, დავით საგანელიძეს. ჩვენი ზომები იქნება რადიკალური. ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმავთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, სადაც შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე მოწინააღმდეგეა მიწის გასხვისების უცხოელებზე. ხვალ გასამართ აქციაზე ჩვენ შევეცდებით, გავესაუბროთ კალაძეს და თუ ასეა, მაშინ მან ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით არჩევნების ჩაშლას, რათაქართულმა ოცნებამკიდევ ერთხელ არ მოატყუოს ქართველი ხალხი”, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.