აქტუალური
სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტად ჩამოყალიბდა! - დავით უსუფაშვილი

     საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. არსებობენ სოფლის დონის ავანტიურისტები, რეგიონის დონის, ქალაქის დონის. მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება. ამის გამო ის მზად აღმოჩნდა, საქართველო მიეყვანა უფსკრულის პირას, შემდგომ ის უკრაინაში გადავიდა და ახლა როგორც მის ქმედებებს ეტყობა, იგი მზადაა, უფსკრულის პირას მიიყვანოს ეს ქვეყანაც საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად“, - ამბობს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.
პოლიტიკოსი ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით რჩევასაც აძლევს.მე მგონი, ჩვენ მას უბრალოდ თავი უნდა დავანებოთ. ვიდრე მასზე ვსაუბრობთ, სიუჟეტებს ვამზადებთ, კომენტარებს ვაკეთებთ, ეს სწორედ მის ავანტიურიზმს კვებავს და ახალ-ახალ სიურპრიზებს მოამზადებს. საკმაოდ სახიფათო საკითხებთან გვაქვს საქმე და მე ვისურვებდი, რომ ამ საქმეს საქართველოს მთავრობა მეტი თანმიმდევრულობით და კეთილგონიერებით ეპყრობოდეს“, - აცხადებს ახალი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი.