აქტუალური
გამოცემა 98: სოფლის მეურნეობის განვითარება - იანვარი-ივნისი, 2017

    საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის დარგში:
- პროდუქციის გამოშვება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტში სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს;
- 2017 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -0.3 მილიონი დოლარი შეადგინა;
- 2017 წლის პირველ ნახევარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის გაუთანაბრდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობას;
- 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პროდუქტების იმპორტი 2.4-ჯერ აღემატება ექსპორტს.