სამართალი
სამი ხანძარი თბილისის გარეუბნებში - თემქაზე, ზაჰესში და საგურამოს გზაზე

    საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საგურამოსკენ მიმავალ გზაზე ხანძარია. გზის ორივე მხარეს ბალახი იწვის. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ადგილზე სახანძრო ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟებიც იმყოფებიან.
თბილისში, თემქაზე, თბილისის ზღვასთან ახლოს ხანძარია. ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ხანძარს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა აქრობს.
ზაჰესის დასახლებაში კი, სადაც ბალახსა და ბუჩქებს ცეცხლი ეკიდა, ხანძარი ჩააქრეს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.