პოლიტიკა
ბუკიკიო: კონსტიტუციის კანონპროექტზე დასკვნას 22 სექტემბერს გამოვაგზავნით (ვიდეო)

    საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. უკვე ცნობილია თარიღი, როცა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების პროცედურებს დაიწყებს. ეს, სავარაუდოდ, 26 სექტემბერი იქნება. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო “ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე წინასწარ დასკვნას ისინი საქართველოს პარლამენტს 22 სექტემბერს გადაუგზავნიან (ვიდეო იხ. აქ).
ოპოზიცია წინასწარ დარწმუნებულია, რომ დასკვნა უარყოფითი იქნება. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო.