სამართალი
საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრი სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის კერები, ფაქტობრივად, ლოკალიზებულია.
ცოცხალი ძალა აქტიურად განაგრძობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ ტყის მასივში არსებული ხანძრის ცალკეული კერების დაქრობით სამუშაოებს.
ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე. ადგილზე შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს.