აქტუალური
უმრავლესობა კონსტიტუციის მიღებამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაეცნობა

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
"ჩვენ შეთანხმება გვაქვს, კერძოდ, ვენეციის კომისიას მიღებული აქვს ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებული ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია საჯარო იქნება და კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე საჯარო დისკუსიები და განხილვები გვექნება. რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ მესამე მოსმენით რა ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, ამ ტიპის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.