სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული .. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. ის შეკვეთებს ინტერნეტის მეშვეობით იღებდა და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე დებდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 187,9236 გრამი კანაფის ფისი, 2 კგ და 399,53 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.