აქტუალური
ვინმეს სჯერა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას 5-6 ათას ლარად ატარებენ?! - არჩილ თალაკვაძე

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების შემომწირველთა რაოდენობის ზრდას ლოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა თითოეული შემოწირულობა კანონის სრული დაცვით მიიღო. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციური პარტიების დაფინანსების წყაროებითაც ინტერესდება და განმარტავს, რომ ოპოზიციურ პარტიებში ნაციონალურ მოძრაობასადა ევროპულ საქართველოსაც გულისხმობს.
"2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიქართულ ოცნებასმხარი 856 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. შესაბამისად, შემოწირულობების ეს რაოდენობა ლოგიკურია. ჩვენ მეტის მობილიზება გვჭირდება, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია განვახორციელოთ და ამომრჩეველთან ის გეგმები და პროგრამა მივიტანოთ, რაც გვაქვს...
2017 წლის გასულ პერიოდში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტია ბევრად უფრო მეტი შემოწირულობა ჰქონდა, ვიდრექართულ ოცნებას“. შესაბამისად, კითხვა მაქვს, ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი ოპონენტი ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას 5-6 ათას ლარად ატარებენ?“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოშიქართულმა ოცნებამშემოწირულობის სახით 4 555 993 ლარი მიიღო.