საზოგადოება
მთაწმინდაზე ორგიები გრძელდება! – საქინფორმის ღია წერილი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახი კალაძეს

    ბატონო კახი!
ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ, საქართველოს დედაქალაქის მართვა ჩაიბაროთ, ამიტომ უკვე დღეს აუცილებელია, იცოდეთ ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხები, რომლებიც თბილისელებს აწუხებს. ამ მიზნით საქინფორმი იწყებს მოკლე პუბლიკაციების სერიას თქვენს სახელზე გამოგზავნილი ღია წერილების სახით. ყოველ მათგანში მოგაწოდებთ ინფორმაციას კონკრეტული პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტა მერობის პირველივე დღეებიდან მოგიხდებათ. დღევანდელი წერილი - პირველია ამ სერიიდან.
ბატონო კახი!
აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელსაც გატყობინებთ, თქვენ, როგორც მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, დღესვე შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რითაც ყველა თბილისელის უდიდეს მადლიერებას დაიმსახურებთ.
საქმე ის არის, რომ უკვე წელიწადია, დაახლოებით კვირაში ერთხელ, თბილისელები ვერ იძინებენ ხმაურის გამო, რომელიც მთაწმინდიდან მოდის. იქიდან მთელი ღამის განმავლობაში ისმის დასარტყამი საკრავების რიტმული ხმა და ელექტრონული ინსტრუმენტების ერთნაირი აკორდები, რომლებსაც მუსიკას ვერაფრით ვუწოდებთ. აღშფოთებული თბილისელების და საქინფორმის მრავალრიცხოვანმა ზარებმა თბილისის მერიის ცხელ ხაზზე და „112“-ში შედეგი არ მოიტანა. მერიაში გვპასუხობენ, რომ მთაწმინდაზემზესუმზირის ფესტივალიტარდება, ფარისევლურად თანაგვიგრძნობენ და გარკვევას გვპირდებიან. იმავეს გვპასუხობენ „112“-შიც და დასძენენ, რომ ამის თაობაზე „ძალიან, ძალიან ბევრი მოქალაქე რეკავს და ჩივის“ დაამ მიზეზით ბევრი ცუდადაც კი გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა“.
ბატონო კახი!
თბილისელები დარწმუნებული იყვნენ, რომ პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ,  რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 15 აგვისტოს და რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს 23.00-დან 08.00 საათამდე, ანუ ღამის საათებში  ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებას უკრძალავს და დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს, ეს უმსგავსობა აღარ განმეორდებოდა. მაგრამ ნურას უკაცრავად - წუხელ, 2017 წლის 6 სექტემბრის ღამეს, ორგია განმეორდა, თანაც ადრინდელზე უფრო მეტად ხმაურობდნენ!
ორგიის გარდა, რა უნდა ვუწოდოთ ფაქტს, როცა ნახევარ საქართველოს ცეცხლი უკიდია, ხოლო მთაწმინდაზე, რომელიც უკვე ორჯერ იწვოდა, ასეთი უმსგავსობა ხდება?! ამღონისძიებისშეზარხოშებული მონაწილეები ხომ არ გახდნენ ნებით თუ უნებლიეთ მთაწმინდაზე ორი ხანძრის გაჩენის მიზეზი?! განა ამ ხმაურიანი ორგიის მთვრალ მონაწილეებს არ შეეძლოთ, გამხმარ ბალახში ანთებული სიგარეტი გადაეგდოთ?
ან იქნებ, ამ ხმაურ-ხმაურში იქნაცმოძრაობისელექტორატი იკრიბება და სააკაშვილის დაბრუნების გეგმებს აწყობს?! და ეს უსაფუძვლო განცხადება არ გახლავთ, საქინფორმის ინფორმაციით, აგრეთვე ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარების ანალიზის შედეგად ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ იქ სწორედ სააკაშვილის მომხრეები იკრიბებიან და ეს საქინფორმის კი არა, კომპეტენტური ორგანოების გამოძიების საგანი უნდა გახდეს!
დაბოლოს - ზემოთ ხსენებულ კანონში არის ასეთი შენიშვნა: „ხმაურისთვის ჯარიმებისაგან თავისუფლდებიან ისეთი გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორები, რომლებიც შეთანხმებულია ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან“.  ესეც თქვენ თბილისის მერიის უმოქმედობის მიზეზი! როგორ შეუძლია მას,ღონისძიებააღკვეთოს, თუკი მისი ჩატარების ნებართვა  თვითონ გასცა?!
ველოდებით თქვენს ქმედებებს, ბატონო კახი!
ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 7 სექტემბერი
საქართველო, თბილისი