უცხოეთი
ჟირინოვსკი ლავროვის გადადგომას მოითხოვს

     საქართველო,5 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
როგორც ჟირინოვსკი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს, რათა რუსეთმა შეძლოს გაცილებით მკაცრი პოლიტიკა აწარმოოს. "დღეს გვჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც მასზე უკეთესი იქნება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებას პასუხი არ გასცა და განმარტა, რომ „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის (ჟირინოვსკი) ამის შესახებ ლაპარაკობს".