საზოგადოება
გაუფასურებული ლარი - ექსპერტები არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ

     საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ექსპერტთა ნაწილი ეროვნული ვალუტის ვარდნას    ხელისუფლების არასწორ მონეტარულ პოლიტიკასა და არაეფექტიან ლარიზაციის გეგმას უკავშირებს, - იუწყება „რუსთავი 2“.
    „ის პოლიტიკა, რაც ქვეყანაში ტარდება ეკონომიკის სტიმულირებისთვის და მონეტარული პოლიტიკა, არის არასწორი პოლიტიკა, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ არ გვაძლევს სტაბილურ ვალუტას. ამ ეტაპზე ის ციფრები, რასაც მე ვხედავ, ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება წინასაარჩევნო პროცესებს დაუკავშირდეს, გამომდინარე იქდან, რომ ხაზინაში ნაშთის რაოდენობა ბოლო თვესთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის ინტერვენციას მიმართოს და გაცილებით გაზარდოს ხარჯები არჩევნების წინ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მაქვს, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ეროვნული ვალუტის ვარდნას ბოლო პერიოდში ხარჯების გაზრდას უკავშირებს. სპეციალისტები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ბიზნესის წახალისებაში ხედავენ. გარდა ამისა, ისინი ურჩევენ ხელისუფლებას, მიმდინარე პროცესებში ხელოვნური ჩარევისგან თავი შეიკავონ.