უცხოეთი
ანგელა მერკელი: თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კონკურენტი პარტიის კანცლერობის კანდიდატთან, მარტინ შულცთან დებატების დროს განაცხადა.
"მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და ვერც ვერასდროს ვხედავდი"- განაცხადა მერკელმა. კანცლერის თქმით, გერმანიამ თავისი მოქალაქეების დაკავების გამო თურქეთს შესაძლოა "ეკონომიკური ზომებით" უპასუხოს, თუმცა დასძინა, ანკარასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს.