აქტუალური
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმები მკაცრდება

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა. გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, კრიტერიუმების გამკაცრება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეობის მიღების მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
"ახალი რეალობიდან გამომდინარე, მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიდგომები დღეიდან იხვეწება მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ვიწყებ კონსულტაციებს იუსტიციის სამინისტოსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.