საზოგადოება
გვჯერა, რომ თბილისის განახლებული საკრებულო დედაქალაქის საკეთილდღეოდ საქმიანობას განახლებული ენერგიით შეუდგება! - კახა კალაძე

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახ კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც ქალაქში მეტ სიცოცხლეს შეიტანს.
თბილისის, მისი თითოეული უბნის ყოველდღიური განვითარება ის მიზანი იქნება, რომელიც თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვის საქმეში მერიის და საკრებულოს ძალისხმევას გააერთიანებს. ჩვენი გუნდის მიერ თბილისის საკრებულოს წევრების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმებით მოხდა. გათვალისწინებული იყო თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი, სამოქალაქო პოზიცია და საერთო საქმეში მონაწილეობის მზაობა. რაც ყველაზე მთავარია, თბილისის ერთგულება და სიყვარული“, - განაცხადა კალაძემ.