აქტუალური
სამხრეთ ოსეთის სუს-ი: სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან საზღვარი 2 სექტემბრამდე დახურა

     საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველოსთან საზღვარი დაკეტილია დღეიდან 2 სექტემბრის დილამდე, ცოდნის დღის ზეიმთან დაკავშირებით“, - იუწყება სამხრეთ ოსეთის სუს-ი. უწყების ინფორმაციით, საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მუშაობა დროებით შეწყდა 2017 წლის 30 აგვისტოს, 20 საათზე. საზღვრის დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება სუს-მა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ჩატარებით ახსნა.
საკონტროლო-გამშვები პუნქტები 207 წლის 2 სექტემბერს, დილის 7 საათზე გაიხსნება.