საზოგადოება
3 ათასზე მეტი ადამიანი ველზე იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში! - გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, უმოკლეს დროში გაიცეს პრემიები იმ ადამიანებზე, რომლებიც სტიქიასთან ბრძოლაში იყვნენ ჩართული:
"ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით, რომ, პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისგან. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს, რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო... სტიქიის მასშტაბები ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო მასშტაბი...



...ეს იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით", - განაცხადა პრემიერმა.