საზოგადოება
კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია იყიდება

krtsaniრეზიდენციის მფლობელ კომპანია „ბაზელში“ ამბობენ, რომ ობიექტის გასხვისება საქართველოსთან მიმართებაში ინვესტორების ნდობის საზომი იქნება. „ბაზელმა“ სამთავრობო რეზიდენცია 2004 წელს, პრივატიზაციის პირველი ტალღის დროს, შეიძინა; რამდენიმე შენობა განაახლა და ტერიტორიის განვითარების გენერალურ გეგმაში 4 მილიონი დოლარი ჩადო.

მენეჯმენტის თქმით, რეკონსტრუქციის პირველ ფაზას დიდი შედეგი მოჰყვა, რადგან რამდენიმე ელჩმა კრწანისში გადაინაცვლა. ცნობისთვის: წინასწარი გეგმის მიხედვით, რეზიდენციის ტერიტორიაზე ექსკლუზიური გარემო უნდა შექმნილიყო, მათ შორის – დიპლომატიური პარკი, ბიზნეს–ცენტრი, მდიდრული ვილები, მსოფლიო კლასის სასტუმრო, აკვაპარკი, ჩოგბურთის კორტი, სპორტული მოედნები და 5–ვარსკვლავიანი რესტორანი.