აქტუალური
ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ისევ მოემართება აბასთუმნისკენ - თურქეთის ელჩი

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მოემართება, რომლებიც აბასთუმანში ქართველ მაშველებს დაეხმარებიან.
გასულ კვირას თურქეთი იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს. ახლა გავიგეთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის თაობაზე. შესაბამისად, ახლაც მზად ვართ, დავეხმაროთ ქართულ მხარეს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩავერთვებით. გზაში არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი დღის მეორე ნახევრიდან შეუერთდებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესს. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას”, - განაცხადა გუმრუქჩუმ.