საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციამ რუსეთის დახმარების შესახებ 22 რიცხვშივე იცოდა! (ვიდეო)

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. "ოპოზიციამ იცოდა რუსეთის დახმარების შესახებ 22 რიცხვშივე"- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიცია უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს (ვიდეო იხ. აქ).
მიხეილ ჯანელიძემ "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის ხელისუფლებას არაფერი დაუმალავს. კითხვაზე, გეგმავს თუ არა მინისტრი პარლამენტში მისვლას, რასაც "ენმ" ითხოვს, ჯანელიძემ უპასუხა:
"დამატებით ინფორმაცია იმის გარდა, რაც უკვე საჯაროდ მიწოდებულია საზოგადოებისთვის, ჩვენ არ შეგვიძლია არავის მივაწოდოთ, რადგანაც ეს არის სრულყოფილი ინფორმაცია".