საზოგადოება
ნარკოტიკების მოხმარებისა და შიდსის პრობლემაზე კონფერენცია გაიმართება

drugsნარკოტიკების მოხმარებისა და შიდსის პრობლემაზე დღეს სასტუმრო „ძველ თბილისში“ იმსჯელებენ. კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება, ჰოლანდიაში, უკრაინასა და საქართველოში აივ ინფექციის დაძლევაზე ისაუბრებენ.

შეხვედრაზე სიტყვით შიდსის პრობლემებზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წარდგებიან.

ღონისძიებას დიპლომატები, ექსპერტები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

 

კონფერენციის დასასრულს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „სიცოცხლე მზერის არეში“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“, აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდი და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი.