აქტუალური
გაგვექცა ცეცხლიო! - ბორჯომის გამგებელს ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაში ადანაშაულებენ

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომის მკვიდრი პაატა ჯავახიძე აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი გამგებლის დიმიტრი ყიფიანის დავალებით გაჩნდა. პაატა ჯავახიძე ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით უკვე დაჰკითხა ბორჯომის პოლიციამ და ახალციხეში სამხარეო პროკურატურამ. ჯავახაძის თქმით, ინფორმაცია „112“ -საც მიაწოდა. მან მოისმინა, როგორ ეუბნებოდა გამგებელი ყიფიანი ტელეფონით თავის ახლობელს, რომ მეტი ცეცხლი აღარ უნდოდა, რადგან ხანძარი გაექცათ.
"ვფლობ ინფორმაცია და 112-ზეც გაცხადებული მაქვს, ცეცხლი გააჩინა ბორჯომის გამგეობამ. გამგებელმა დაანთებინა ცეცხლი, მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა თავის ახლობელს, რომ გაგვექცა ცეცხლიო", - აცხადებს პაატა ჯავახიძე.
რაც შეეხება გამგებელ ყიფიანს, ის ამბობს, რომ პაატა ჯავახიძის განცხადებებზე ვერაფერს იტყვის.