აქტუალური
ამ შემთხვევაში უმთავრესი პრობლემა მთავრობის მიერ ინფორმაციის დამალვაა! - თენგიზ ფხალაძე

    საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობის დროს რუსეთისან დახმარების გაწევაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების წარმოების საკითხს ეხმაურება პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგი ფხალაძე:
"ამ შემთხვევაში უმთავრესი პრობლემაა ინფორმაციის დამალვა. მაშინ, როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როცა ეს არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, ამის შესახებ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებოდეს და არ ხდებოდეს საზოგადოების ზურგს უკან მოლაპარაკებების წარმოება", - განაცხადა ფხალაძემ.